კომაროვის სკოლაში მე-10, მე-11 და მე-12 კლასელთათვის იანვრის მისაღები გამოცდების რეგისტრაცია გახსნილია!

კომაროვის სკოლაში მე-10, მე-11 და მე-12 კლასელთათვის მისაღები გამოცდები  ჩატარდება 2019 წლის 9 და 10 იანვარს.

ფიზიკის გამოცდა - 09.01.2019,  10.00-13.00

მათემატიკის გამოცდა მე-10 და მე-11 კლასელთათვის  - 10.01.2019, 10.00-13.00;

მათემატიკის გამოცდა მე-12 კლასელთათვის  - 10.01.2019, 10.00-13.35.


რეგისტრაცია

 

რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 5 იანვრის ჩათვლით (გარდა 1 და 2 იანვრისა). რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე, სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე.  მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N116.


ონლიან რეგისტრაციისას მშობელმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ.


მე-10 და მე-11 კლასელთათვის გამოცდა იქნება ფიზიკასა და მათემატიკაში, მე-12 კლასელთათვის-მხოლოდ მათემატიკაში. 


საგამოცდო პროგრამა


საგამოცდო პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ:

მე-10 კლასის პროგრამა

მე-11 კლასის პროგრამა

მე-12 კლასის პროგრამა

მე-10 და მე-11 კლასის ფიზიკის პროგრამა


მე-10 და მე-11 კლასის ბილეთი შედგება 25 დახურბოლოიანი ამოცანისგან, თითოეულზე 5 ან 6 სავარაუდო პასუხი. მე-12 კლასელთათვის ბილეთი იქნება ერთიანი ეროვნული გამოცდის 2017 წლის მათემატიკის ტესტის ანალოგიური სტრუქტურით.


შედეგები


აპელაცია პროცედურულ საკითხებზე მიიღება ტესტირების დღის 18 საათამდე.

პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2019 წლის 11 იანვარს. აპელაცია მიიღება 2019 წლის 12 იანვრის 14 საათამდე. სააპელაციო განაცხადი შეიძლება დაწეროს მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, ან მასწავლებელმა, ასევე მოსწავლემ, თუ იგი არის სრულწლოვანი.

საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუვიანეს 2019 წლის 13 იანვარს.

 

მიღების პირობები


იმისათვის, რომ მე-10 ან მე-11 კლასის მოსწავლემ გააგრძელოს სწავლა კომაროვის სკოლაში მე-2 სემესტრიდან, უნდა შესრულდეს შემდეგი პირობები:

ა) მათემატიკის ტესტში მიღებული ქულა უნდა იყოს 15 ან მეტი;

ბ) ფიზიკის ტესტში მიღებული ქულა უნდა იყოს 13  ან მეტი;

გ) 2018-19 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მოსწავლეს  მათემატიკისა და ფიზიკის სემესტრული ნიშანი უნდა ჰქონდეს 8 ან მეტი;

დ)  2018-19 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მოსწავლეს  მათემატიკისა და ფიზიკის გარდა ნებისმიერ საგანში სემესტრული ნიშანი უნდა ჰქონდეს 7  ან მეტი;

ე) სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში უნდა ჩანდეს, რომ მოსწავლე არის დისციპლინირებული.

 

იმისათვის, რომ მე-12 კლასის მოსწავლემ სწავლა გააგრძელოს კომაროვის სკოლაში მე-2 სემესტრიდან, უნდა შესრულდეს შემდეგი პირობები:

ა) მათემატიკის ტესტში მიღებული ქულა უნდა იყოს 40 ან მეტი;

ბ) 2018-19 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მოსწავლეს  მათემატიკის სემესტრული ნიშანი უნდა ჰქონდეს  9  ან მეტი;

გ) 2018-19 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მოსწავლეს  მათემატიკის გარდა ნებისმიერ საგანში სემესტრული ნიშანი უნდა ჰქონდეს 7  ან მეტი;

დ) სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში უნდა ჩანდეს, რომ მოსწავლე არის დისციპლინირებული.


კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებებს!


ზემოთ